ჟინვალში გახსნილი “სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრი” უკვე ათობით შშმ პირს ემსახურება – როგორია მოთხოვნა?

News.ge 12 საათი წინ 2
ჟინვალში გახსნილი “სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრი” უკვე ათობით შშმ პირს ემსახურება – როგორია მოთხოვნა?

ჟინვალში რამდენიმე წლის წინ დაარსებული „სოციალური განვითარების და განათლების ცენტრი“ უკვე 80 შშმ და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) პირს ემსახურება. ცენტრის შექმნის იდეა მარიამ ჯაბნიაშვილს ეკუთვნის – ახალგაზრდა ფსიქოლოგსა და მეტყველების თერაპევტს, რომელმაც თბილისში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ პროფესიული საქმიანობა მშობლიურ რეგიონში გააგრძელა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა მიზნად დაისახა.
ცენტრი დღეისთვის ადგილობრივ და დედაქალაქიდან ჩასულ ბავშვებსა და მოზარდებს ენისა და მეტყველების თერაპიას, ქცევით თერაპიას, სკოლამდელი მზაობის კურსებსა და სხვა განვითარების მხარდამჭერ პროგრამებს სთავაზობს. როგორც ჯაბნიაშვილი BM.GE-სთან ამბობს, ცენტრში მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალია – 80 რეგისტრირებულ ბენეფიციარს სექტემბრიდან კიდევ 21 დაემატება.
“დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ დროისათვის 5 თანამშრომელი მყავს დასაქმებული, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და მეხმარებიან, აქედან ერთ-ერთი თავადვე გადავამზადე. ამ ეტაპზე, ჩემი ცენტრი ადგილობრივი ბავშვებისთვის ატარებს აკადემიური უნარების თერაპიას, ენისა და მეტყველების თერაპიას, ქცევით თერაპიას, სკოლამდელი მზაობასა და ლოგიკის კურსს, რაც მათ მეტყველების, ლოგიკური აზროვნებისა და საჭირო უნარების განვითარებაში უწყობს ხელს. 80 ბენეფიციარიდან, 5 ბავშვს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით სერვისს სრულიად უსასყიდლოდ ვაწვდით“, – ამბობს ჯაბნიაშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია