დაპირისპირება იყო
თბილისში, რესტორან
„ბაბილოსთან“, სადაც
საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა
აქციის რამდენიმე
მონაწილე დააკავეს.როგორც
საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილე სერგი ბზიშვილმა
ადგილზე ჟურნალისტებს
განუცხადა, აღნიშნული
პირები ადმინისტრაციული
წესით არიან
დაკავებული.„პოლიციელებს
გაუწიეს წინააღმდეგობა,
ესროლეს კვერცხები,
კეტავდნენ გზის სავალ
ნაწილს, ასევე
შერაცხმყოფებლად
მიმართავდნენ
პოლიციელებს.
აღნიშნულიდან
გამომდიბარე,
დაკავებულები არიან
ადმინისტრაციული წესით“, –
განაცხადა სერგი
ბზიშვილმა.რესტორან
„ბაბილოსთან“, სადაც,
არსებული ინფორმაციით,
მოსამართლეების
კორპორატიული წვეულება
მიმდინარეობს, აქციის
მონაწილეები რამდენიმე
საათის წინ შეიკრიბნენ.
ისინი რესტორანში მისულ
მოსამართლეებს
შეძახილებით
დახვდნენ.დაპირისპირება
მოხდა მას შემდეგაც, რაც
რამდენიმე მოსამართლემ
რესტორანი დატოვა. აქციის
მონაწილეებმა ისინი
შეძახილებით გააცილეს,
ასევე კვერცხები
დაუშინეს.ადგილზე
რამდენჯერმე მოხდა როგორც
სიტყვიერი დაპირისპირება,
ასევე ფიზიკური
შეხლა-შემოხლა, რის
შემდეგაც
სამართალდამცველებმა
რამდენიმე პირი დააკავეს.