თბილისი თავად არის
სასწაული - ქალაქი,
რომელმაც საუკუნეების
მანძილზე გაუძლო უამრავ
განსაცდელს, ფერფლიდანაც
ბევრჯერ აღდგა და მუდამ
სიცოცხლით სავსე, მუდამ
ახალგაზრდული სულით
აგრძელებს სვლას,- ამის
შესახებ თბილისის მერმა
კახა კალაძემ თბილისის
საპატიო მოქალაქეების
წარდგენის ღონისძიებაზე
განაცხადა.მისივე თქმით,
თბილისი არის ქალაქი,
რომელიც ფეხს უწყობს
თანამედროვეობას,
ყოველდღიურად ვითარდება,
ინარჩუნებს თავის
ისტორიას და საფუძველს
უყრის მომავალს.კახა
კალაძემ მადლობა
გადაუხადა თითოეულ
თბილისელს, ვისაც ქალაქის
განვითარებაში თავისი
წვლილი შეაქვს.„ყველაფერი,
რაც ღირებულია
თბილისისთვის,
რასაკვირველია, შექმნილია
ამ ქალაქის მცხოვრებთა
შრომით, მათი
პროფესიონალიზმით,
ზრუნვით, სიყვარულით და
ერთგულებით დედაქალაქის
მიმართ. თბილისს ქმნით
თქვენ, თბილისელები და იგი
ზუსტად ისეთია, როგორიც
არის ჩვენი ყოველდღიურობა,
ჩვენი დამოკიდებულება მის
მიმართ. სწორედ აქ და ახლა
ჩვენ ვქმნით თბილისის
დღევანდელობას და მე,
როგორც ამ ქალაქის მერი,
ვარ ბედნიერი ადამიანი,
რადგან თბილისს ჰყავს
გამორჩეული ადამიანები,
რომლებმაც თავიანთი კვალი
დაატყვეს ქალაქს. საპატიოა
ყველა მოქალაქე, ვინც
ზრუნავს ქალაქზე,
დახმარების ხელს უწვდის
გაჭირვებაში მყოფებს, ვინც
კეთილსინდისიერი შრომით
ემსახურება ქალაქს და
ქვეყანას. მინდა, თითოეულ
მათგანს, მთელი გულით,
მადლობა გადავუხადო
ამისთვის!“, - აღნიშნა კახა
კალაძემ.