ლევან მაჭავარიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა, რომ თითქოს 6-მილიარდიანი ინვესტიცია „ქართული ოცნების“ მითი იყო

Primetime.ge 2 საათი წინ 7
ლევან მაჭავარიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა, რომ თითქოს 6-მილიარდიანი ინვესტიცია „ქართული ოცნების“ მითი იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი მედიასთან შეაფასა.„სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 6-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მითი იყო. ჩვენ შეიხისგან მოვისმინეთ, რომ კონკრეტულად ეს ჯგუფი, უახლოეს დღეებში იწყებს ამ ინვესტიციის განხორციელებას. ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ დოლარს აღემატება, რომელიც ერთი წყაროდან უპრეცედენტო ინვესტიციაა. ასეთი ინვესტიცია საქართველოში არ ყოფილა.მოხარულები ვართ, რომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არის ჩვენსა და საამიროებს შორის. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს 6 მილიარდი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ვინაიდან ეს იქნება ტრიგერი და წამახალისებელი ძალიან მსხვილი ჯგუფებისთვის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. საამიროების პრეზიდენტი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.
სრულად წაიკითხეთ სტატია