ლევან ხაბეიშვილის
მეწყვილე ფიქრობს, როგორ
შეცვალოს სიტყვები, თუმცა
არა გეგმები. პაატა
ბურჭულაძე, რომელიც ე.წ.
მშვიდობიანი დამხობის
ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორია, აცხადებს,
რომ ხელისუფლებას 4
ოქტომბერსვე
გადაიბარებს.ბურჭულაძის
ამბიციურ განაცხადს
არასერიოზულად აღიქვამს
"ქართული ოცნება".
უმრავლესობის თქმით,
ხაბეიშვილის დაკავების
შემდეგ შერბილებული
რიტორიკა ვერც საპროტესტო
მუხტს ზრდის და ვერც
კანონის გვერდის
ავლისთვის გამოდგება.
ამბობენ, რომ საოპერო ბანი
საკუთარი გამონათქვამებით
ბანს ოპოზიციის მორიგ
პოლიტიკურ იმედგაცრუებას
აძლევს.ბოიკოტში მყოფები,
პირიქით, დარწმუნებულები
არიან, რომ პროცესები
სწორედ 4 ოქტომბრიდან
დაიწყება, როცა ბრძოლა
კულმინაციას მიაღწევს.
ხელისუფლების შეცვლის რა
რესურსი აქვს დღეს
ოპოზიციას? - სააკაშვილის
პარტია და მისი
პარტნიორები აცხადებენ,
რომ ქართველი ხალხის
იმედზე არიან.დილით
არჩევნებზე, საღამოს
რუსთაველზე - ეს "ლელოს"
გამარჯვების ფორმულაა.
ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი
საარჩევნო პროცესის
დასრულების შემდეგ
აქციაზე კოლეგებთან
გაერთიანებას აპირებს,
მიუხედავად იმისა, რომ
ბოიკოტში მყოფები მათ
სისტემურ ოპოზიციად
მოიხსენიებენ. აქვთ მწარე
გამოცდილებაც."ლელოსგან"
განსხვავებით, არჩევნებში
მონაწილე სხვა პარტიები 4
ოქტომბრის რევოლუციურ
გეგმებს სკეპტიკურად
უყურებენ.მმართველ გუნდში
ამბობენ, რომ ოპონენტებს
მხარდაჭერა არც ქუჩის და
არც საარჩევნო ფლანგზე არ
აქვთ, ამიტომ მიმართავენ
რადიკალურ ზომებს.
უმრავლესობა ოპოზიციას
ახსენებს, რომ
კანონსაწინააღმდეგო
ქმედებებს კანონის
შესაბამისი პასუხი
მოჰყვება.4 ოქტომბრამდე
ზუსტად ორი კვირა რჩება.
ოპოზიციის ნაწილი
არჩევნებისთვის ემზადება,
ნაწილი კი წინასწარ
გამოცხადებულ ე.წ.
მშვიდობიან რევოლუციას
აანონსებს. საქართველოს
მოქალაქეები ამ დღეს
საკუთარ არჩევანს 64
მუნიციპალიტეტში
დააფიქსირებე