სამხრეთ კორეის სადაზვერვო სასამხურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის გასაგზავნად ემზადება

Primetime.ge 3 საათი წინ 5
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სასამხურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის გასაგზავნად ემზადება
ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნისთვის, – სამხრეთ კორეის მედიის თანახმად, ამის შესახებ სამხრეთ კორეის სადაზვერვო სასამხურის ანგარიშშია აღნიშნული.მოხსენების თანახმად, ჩრდილოეთ კორეა ახლა რუსეთს აწვდის სარაკეტო გამშვებებს და თვითმავალ არტილერიას. გარდა ამისა, დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იწყებს კამიკაძე თვითმფრინავების წარმოებას. დაზვერვის ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არის ჩრდილოეთ კორეის სურვილი, მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება საომარ მოქმედებებში და განაახლოს თავისი შეიარაღების სისტემა.ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 12 000-მდე ჯარისკაცი გაგაზვნა, რომლებიც კურსკის რეგიონში განათავსეს. გავრცელებული ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დროს, სულ მცირე, 100 ჯარისკაცი დაიღუპა, 1 000-მდე კი დაშავდა. ფხენიანი მოსკოვისგან ტექნოლოგიურ და ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე ნავთობს იღებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია