სამხრეთ კორეა, კატარი, საუდის არაბეთი – „კულა“ საექსპორტო არეალს აფართოებს

News.ge 2 თვის წინ 32
სამხრეთ კორეა, კატარი, საუდის არაბეთი – „კულა“ საექსპორტო არეალს აფართოებს

საქართველოში ხილის წვენების ერთ-ერთი მსხვილი ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „კულა“ ექსპორტის გეოგრაფიას აფართოებს და წელს რამდენიმე ბაზარზე შესვლას გეგმავს.
ქვეყანაში ხილის წვენების ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლების პირობებში, „კულას“ ექსპორტის მაჩვენებლებზე კომპანიის დირექტორმა ივანე გოგლიძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„ახალი ბაზრები უკვე მოძიებული გვაქვს. წელს პროდუქციას კორეაში გავაგზავნით, შევედით კატარსა, საუდის არაბეთში კი შესვლაზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დაგვემატა მაკედონია და ალბანეთი, ეს ევროპაში შედარებით მცირე ბაზრებია, თუმცა ევროპის მიმართულებით გაფართოება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს ივანე გოგლიძე.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს „კულას“ პროდუქციის 65% ექსპერტზე გავიდა. „ვცდილობთ, მაქსიმალურად ექსპორტზე ვორიენტირდეთ, რადგან იქიდან შემოდის ვალუტა“, – ამბობს კომპანიის დირექტორი და აღნიშნავს, რომ დღეისთვის კომპანია „წარმოებულია საქართველოშის“ ნიშნით პროდუქტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. ბიზნესმენი თვლის, რომ ხილის წვენების ინდუსტრიისთვის მიმდინარე წელი ექსპორტის კუთხით წარმატებული იქნება.
„ისრაელში ძალიან კარგად გავდივართ, ამერიკაში დავამატეთ წარმომადგენლები და ადრე თუ 2 პარტნიორი გვყავდა, ახლა 4 გვყავს და ამ ბაზარზე პროდუქტს რამდენიმე დასახელებით ვუშვებთ. ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში ახალი პარტნიორები დავიმატეთ. ექსპორტის 8 თვის მაჩვენებელი კარგია, თუმცა ვფიქრობ, დარჩენილ 4 თვეში ექსპორტი კიდევ უფრო გააქტიურდება, რადგან ახლა ვაშლის მიღებას ვიწყებთ და ვაშლის წვენის წარმოება დაიწყება. ჩვენ ახლა 30 000 ტონა ვაშლის გადამუშავებას ვაპირებთ, საიდანაც 25 000 ტონა წვენი გამოგვივა.
მიმდინარე წლის ექსპორტის ზრდის ტენდენცია კომპანიის გეგმებს შეესაბამება, რამდენადაც წინასწარი შეკვეთები უკვე შემოსულია“, – ამბობს „კულას“ დირექტორი.
ივანე გოგლიძე იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანია საექსპორტო ბაზრებს სულ მალე ახალ ბიოპროდუქტს, ულტრა გაფილტრულ წვენებს შესთავაზებს, რაც უფრო ძვირია და ბაზარიც ნაკლებად გაჯერებულია.
„დაახლოებით 1 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა, დავაყენეთ შვეიცარიული ფირმის საწნეხი და გაფილტვრის დანადგარი, რომელიც ახლად გამოწურულ წვენს ფილტრავს და შემდეგ იქიდან ვაწარმოებთ კონცენტრირებულ წვენს. ეს თავად ბაზარმა მოითხოვა და ასეთი წვენი ევროპაში 20-25%-ით ძვირია.
ჩვენს გერმანელ პარტნიორებს ვკითხეთ – რომელი პროდუქტებით დაინტერესდებოდნენ და მათ გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გაფილტრული წვენების ხაზს განვავითარებდით, ისინი ჩვენს წვენებს გარანტირებულად შეიძენდნენ“, – აღნიშნავს გოგლიძე.
#რედაქტ2-ის კითხვას – რა როლს თამაშობს ექსპორტი ბიზნესის განვითარებაში, „კულას“ დირექტორი ასე პასუხობს: „ექსპორტი გვეხმარება იმაში რომ ყურადღება არ მოვადუნოთ და ხარისხი შევინარჩუნოთ, რადგან გაგზავნილი პროდუქცია ერთხელ თუ არ მოეწონებათ, იმას დაგიბრუნებენ და იმ ქვეყანაში ვეღარ შეხვალ. მეორე ის არის, რომ ექსპორტიდან შემოდის ვალუტა, რომელი სხვადასხვა სახის ხარჯების დაფარვაში გვეხმარება, მათ შორის სესხებს, კომუნალურებს, ხელფასებს ამით ვაფინანსებთ.
წელს 8 თვეში საქართველომ ექსპორტზე 13.7 მლნ დოლარის 9,247 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მთავარი საექსპორტო ბაზარი, სადაც პროდუქციის 26%-ზე მეტი გავიდა ამერიკის შეერთებული შტატებია და ამ მიმართულებით წელს ხილის წვენების გაყიდვის მაჩვენებელი ფაქტობრივად გაორმაგებულია. 8-თვიან პერიოდში ამერიკამ რეიტინგში ჩაანაცვლა, რომელმაც წელს რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. წელს რუსეთის ბაზარზე ხილის წვენების ექსპორტი 78%-ით შემცირდა. საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულს კი ამერიკის შემდეგ, , იაპონია, ავსტრალია და გერმანია ადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის ბაზრებზე ექსპორტი გააქტიურდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია