სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის საელჩოს უწევს პასუხის გასცეს პროპაგანდისტული ტყუილების მთელ კასკადს - თამაზ დათუნაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 73
სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის საელჩოს უწევს პასუხის გასცეს პროპაგანდისტული ტყუილების მთელ კასკადს - თამაზ დათუნაშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, რომელიც ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების ცდომილებას ეხება, პოლიტიკური შეფასებების თემაა.პლატფორმა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თამარ კორძაია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ISFED-თან დაკავშირებით იტყუება და საკითხით მანიპულირებს."ამ საკითხთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი იტყუება. ამას აკეთებდნენ პარლამენტის სასესიო დარბაზში და იქაც ვეუბნებოდი, რომ იტყუებოდნენ. მანიპულირებენ და არეულობას თვითონ ქმნიან საკუთარი განცხადებებით," - აცხადებს თამარ კორძაია."ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს უწევს პასუხი გასცეს პროპაგანდისტული ტყუილების მთელ კასკადს, რაც სამწუხაროა."სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის საელჩოს უწევს პასუხი გასცეს პროპაგანდისტული ტყუილების მთელ კასკადს, რომელსაც "ქართული ოცნება" ავრცელებს თვეების მანძილზე და უწევს სიმართლის დემონსტრირება თავის სოციალურ ქსელში რაც, ერთი მხრივ, ტრაგიკული მოვლენაა "ქართული ოცნებისთვის", რომ ამ დონეზე მიიყვანეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საელჩო, მეორე მხრივ, ნორმალური ამბავია, რადგან სიმართლე უნდა ითქვას," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანერი და დასვა შეკითხვა, რატომ აყენებს "ქართული ოცნება" აშშ-თან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო. "ქართული ოცნების" მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა," - წერს საელჩო.პასუხად, მმართველ გუნდში საელჩოს შეახსენეს, რომ სწორედ ISFED-ის მონაცემების გამო დაიწყო ქვეყანაში არეულობა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში არ შედიოდნენ. მათივე განცხადებით, შეცდომა "ქართულმა ოცნებამ" აღმოაჩინა და ამ თემაზე პარტნიორები დუმდნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია