სამგორის გამგეობა საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ₾1.4 მლნ-ის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს – bm.ge

News.ge 5 დღის წინ 26
სამგორის გამგეობა საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ₾1.4 მლნ-ის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს – bm.ge

სამგორის რაიონის გამგეობა 1 408 903 ლარის გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოს გამგეობამ 5 აგვისტოს მიმართა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, გამგეობა ამ თანხით 12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებას გეგმავს.
სამგორის რაიონის გამგეობა დაახლოებით 1.4 მლნ ლარად შემდეგი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს:
· პროფესიული განათლების ოთახების რეაბილიტაცია: სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები N107, N145, N131; ჯამური ღირებულება – 119 724,56 ლარი;
· ასფალტის საფარის მოწყობა/რებილიტაცია N 107, N156, N180, N182; საერთო ღირებულება – 861 835,03 ლარი;
· საჯარო სკოლაში ბრტყელი სახურავის შეკეთება N131, N156, N82, N168; საერთო ღირებულება – 173 756,49 ლარი;
· საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია; საერთო ღირებულება – 83 996.46 ლარი;
· საჯარო სკოლაში გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; საერთო ღირებულება – 169 590.86 ლარი;
გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებების საერთო სავარაუდო ღირებულება 1 408 903 ლარს შეადგენს და ის თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
გამარტივებული წესით შესყიდვის აუცილებლობას მუნიციპალიტეტის მთავრობა მცირე დროით ხნის. “ელექტრონული ტენდერის პროცედურები დაკავშირებულია დროსთან. შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებული მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაუბრკოლებლად და დროულად განხორციელდეს სარემონტო სამუშაოების შესრულება”.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. თბილისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კვლავ იქნება. დაგეგმილ არჩევნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობას არ აპირებს.
bm.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია