შრი-ლანკა 40 ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელს აუქმებს

News.ge 2 საათი წინ 5
შრი-ლანკა 40 ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელს აუქმებს

შრი-ლანკის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 40 ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელს გააუქმებს. ეს ნაბიჯი ტურიზმის სექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მანამდე მსგავსი შეღავათი მხოლოდ შვიდი ქვეყნისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ამ ინიციატივის ფარგლებში, სავიზო მოსაკრებელი მოეხსნებათ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებს, როგორიცაა:
ჩრდილოეთ ამერიკა: , კანადა
ევროპა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი
შუა აღმოსავლეთი: , არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი, ომანი, ბაჰრეინი
აზია-წყნარი ოკეანე: ავსტრალია, იაპონია, ყაზახეთი, ნეპალი.
შრი-ლანკის ტურიზმის მინისტრის, ვიჯიტა ჰერატის განცხადებით, სავიზო მოსაკრებლის გაუქმება მთავრობას დაახლოებით 66 მილიონი დოლარი დაუჯდება. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ ტურისტთა რაოდენობის ზრდით გამოწვეული ეკონომიკური სარგებელი სრულად აანაზღაურებს ამ დანაკარგებს.
ეს ნაბიჯი წარმოადგენს 2023 წლის მარტში დაწყებული პროგრამის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც ინდოეთის, ჩინეთისა და ს მოქალაქეებს ჩამოსვლისას უფასო 30-დღიანი ვიზები სთავაზობენ, წინასწარი ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის (ETA) მიღების პირობით. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აზიის ფარგლებს გარეთ მყოფი ვიზიტორები აქამდე მოკლევადიანი ვიზისთვის 50-60 დოლარს იხდიდნენ.
შრი-ლანკას ტურიზმის სექტორში ამბიციური მიზნები აქვს დასახული – 2025 წელს 3 მილიონი ტურისტის მოზიდვა.
2025 წელს ტურიზმიდან 5 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება.
ეს მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებლებს, როდესაც ქვეყანამ 2.05 მილიონი ვიზიტორი მიიღო და დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი ჰქონდა.
ამჟამად, ინდოეთი რჩება შრი-ლანკის უდიდეს ტურისტულ ბაზრად. 2025 წელს, ამ დროისთვის, ინდოეთიდან უკვე 269,780 ტურისტი ჩავიდა კუნძულზე. მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.

სრულად წაიკითხეთ სტატია