ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ ტრამპმა ევროპის ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი დაუსახელა – ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობა და უსაფრთხოების გარანტიები

News.ge 1 საათი წინ 5

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ დაასახელა სამი მთავარი მესიჯი, რომელიც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაწოდა სამიტის წევრებს. ამის შესახებ კოშტამ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოშტას თქმით, ტრამპის დასახელებული სამი მთავარი მესჯი ასეთია: პირველი – ეს არის ცეცხლის შეწყვეტა; მეორე პუნქტად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოყო აშშ-ის პოზიცია, რომლის მიხედვითაც არავის, უკრაინის გარდა, არ შეუძლია უკრაინის საქმეებზე მოლაპარაკებების წარმოება;
„მესამე ელემენტი – შეერთებული შტატების მზაობა, ევროპასთან ერთად გაიზიაროს ძალისხმევა უსაფრთხოების პირობების გაძლიერებისთვის, როცა მიღწეული იქნება ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის“, – თქვა კოშტამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ 15 აგვისტოს ალასკაზე ტრამპისა და პუტინს შორის სამიტის დროს მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და ში მშვიდობისკენ გზის გახსნა.

სრულად წაიკითხეთ სტატია