სალომე ზურაბიშვილს და ზოგადად ლგბტ პროპაგანდის ლობისტებს შევახსენებ, რომ ქართველებს ვერ აუხსნიან, როგორ შეიძლება ევროპის, ევროინტეგრაციის გზა ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს - ირაკლი კირცხალია

Primetime.ge 2 თვის წინ 69
სალომე ზურაბიშვილს და ზოგადად ლგბტ პროპაგანდის ლობისტებს შევახსენებ, რომ ქართველებს ვერ აუხსნიან, როგორ შეიძლება ევროპის, ევროინტეგრაციის გზა ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს - ირაკლი კირცხალია
ძალიან ვთხოვ ყველა პარტნიორს, სანამ განცხადებებს გააკეთებენ, მინიმუმ კანონში ჩაიხედონ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონთან დაკავშირებით.„ტრაგიკომედიაა როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას ფიქრობს. მას შევახსენებდი, მის ლობისტებს და ზოგადად ლგბტ პროპაგანდის ლობისტებს, რომ ქართველებს ვერ აუხსნიან როგორ შეიძლება ევროპის, ევროინტეგრაციის და ევროპული გზა ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს. აპელირებენ ადამიანის უფლებებზე - არა მეგობრებო, ძალიან ვთხოვ ყველა პარტნიორს, სანამ განცხადებებს გააკეთებენ, მინიმუმ კანონში ჩაიხედონ“, - აღნიშნა კირცხალიამ.სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.  
სრულად წაიკითხეთ სტატია