სალომე ზურაბიშვილს
არავინ ეკითხება,
პრემიერ-მინისტრი ვინ
იქნება, რეალურად, ეს
ადამიანი მარიონეტია და
მეტი არაფერი, – ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
არჩილ გორდულაძემ
საქართველოს პირველ არხს
განუცხადა.„ნაციონალურო
მოძრაობის“ პრეზიდენტს
სალომე ზურაბიშვილს
კონსტიტუციის დარღვევა
უკვე ჩვევაში აქვს
გადასული, ყოველ ნაბიჯზე
არღვევს – უცხოეთში
მთავრობის თანხმობის
გარეშე დადის, პოლიტიკურ
აქტივობებში ერევა. ახლა
აღმოჩნდა, რომ თურმე,
პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურასაც არჩევს.
სალომე ზურაბიშვილს
არავინ ეკითხება, პრემიერი
ვინ იქნება. სალომე
ზურაბიშვილმა ის
კონსტიტუცია წაიკითხოს,
რასაც არღვევს ხოლმე –
წაიკითხოს,
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატი ვინ უნდა
წარადგინოს. რეალურად, ეს
ადამიანი მარიონეტია და
მეტი არაფერი. მათ ჰგონიათ,
რომ ქართველმა ხალხი
არაფერი იცის და მათი
მოტყუება მარტივია“,-
განაცხადა არჩილ
გორდულაძემ.