ქართული ოცნებიდან"
თბილისის საკრებულოში
გლდანის (ლუწი
მიკრორაიონები)
მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა, მიხეილ
რეხვიაშვილმა "კურიერში",
გლდანში დაგეგმილ
პროექტებთან დაკავშირებით
ისაუბრა. მისი თქმით,
უახლოეს მომავალში
გლდანში მიუსაფარი
ცხოველებისთვის
თავშესაფარი
აშენდება."ქალაქის მერის,
კახა კალაძის ინიციატივით,
გლდანის რაიონში შენდება
მიუსაფარი ცხოველებისთვის
თავშესაფარი.
დარწმუნებული ვარ,
მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში, ეს პრობლემა
მოგვარდება.ვცდილობთ, რომ
მაქსიმალურად მალე
მოვაგვაროთ ეს ყველაფერი.
ეს რაიონს დაეხმარება და
აღარ იქნება მიუსაფარი
ცხოველების პრობლემა
გლდანში.გარდა ამისა, ამ
რვა წლის გამავლობაში,
გაკეთებულ კეთილმოწყობას,
სკვერებს სჭირდებათ
რეაბილიტაცია. ამაზეც
ხშირად მესაუბრებიან
მოქალაქეები",- განაცხადა
მიხეილ რეხვიაშვილმა.