მიღებული გამოცდილება დამეხმარება მომავალი ოთხი წელი ვიყო ხალხის სამსახურში და გავაკეთო კიდევ უფრო მეტი სიკეთე გლდანისთვის - მიხეილ რეხვიაშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 3
მიღებული გამოცდილება დამეხმარება მომავალი ოთხი წელი ვიყო ხალხის სამსახურში და გავაკეთო კიდევ უფრო მეტი სიკეთე გლდანისთვის - მიხეილ რეხვიაშვილი
"ჩვენ, "ქართული ოცნება" ვართ სწორედ ის ძალა, რომელიც ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას. კარგად ვიცით, რომ სწორედ მშვიდობაა საფუძველი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც უამრავ კეთილ, საჭირო პროექტს განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად და მაქსიმალურად ვიქნებით ქვეყნისა და ხალხის სამსახურში," - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გლდანის (ლუწი მიკრორაიონები) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" მიხეილ რეხვიაშვილი "კურიერის" ეთერში განაცხადა.ამასთან, განმარტა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი "ქართულ ოცნებას" და ასევე, კონკრეტულად მის კანდიდატურას."ქართული ოცნება" არის ქვეყანაში მშვიდობის, წინსვლისა და განვითარების გარანტია. ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე დიდი გამოცდილება მაქვს თვითმმართველობის საკითხებში. ქალაქის განვითარებაში, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა მაქვს მიღებული გასული 8 წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გამოცდილება დამეხმარება მომავალი ოთხი წელი ვიყო ხალხის სამსახურში და გავაკეთო კიდევ უფრო მეტი სიკეთე გლდანისთვის, გავითვალისწინო მოსახლეობის ინტერესები და ერთად შევქმნათ უსაფრთხო, ლამაზი და თანამედროვე უბანი," - აღნიშნა მიხეილ რეხვიაშვილმა.   
სრულად წაიკითხეთ სტატია