„რთული მოსასმენია როცა
ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთ-
საქართველოს შესაძლო ომზე
საუბრობ და საკუთარი
ხალხზე წუხილის ნაცვლად
დასავლეთის კრიზისზე
აკეთებ აქცენტს“- წერს
„ხალხის ძალის“ წევრი
თამთა მეგრელიშვილი
ვარშავის უსაფრთხოების
ფორუმზე სალომე
ზურაბიშვილის განცხადების
შესახებ.მეგრელიშვილის
შეფასებით სალომე
ზურაბიშვილის ეს მძიმე
პოლიტიკური განცხადება
არის სახელმწიფოს ღია
ღალატი.მისივე თქმით, 2024
წლის 26 ოქტომბრის
არჩევნები არის
პოლიტიკური იარაღი
ამომრჩევლის ხელში,
გავაკეთოთ სწორი,
ქვეყნისთვის საჭირო
არჩევანი და სალომე
ზურაბიშვილის ფრანგული
ქოლგის ქვეშ შეფარებული
დესტრუქციული ოპოზიცია
დავამარცხოთ.„ვარშავის
უსაფრთხოების ფორუმზე
საქართველოს პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა
განაცხადა, რომ იმ
შემთხვევისთვის, თუ პუტინი
საქართველოში სამხედრო
ოპერაციის განხორციელებას
გადაწყვეტს ეს იქნება
კიდევ ერთი კრიზისი
დასავლეთისთვის.ქართულმა
მხარემ რუსეთ - საქართველოს
2008 წლის ომის შემდეგ
კონტროლი დაკარგა 189
სოფელზე. მათგან 125 სოფელი
დღემდე დე ფაქტო რეჟიმების
კონტროლის ქვეშ არის.ომის
შედეგად საცხოვრისი
იძულებით შეიცვალა
დაახლოებით192 ათასმა
ადამიანმა. მათგან 30 000-მდე
ამ დრომდე დევნილობაში
რჩება.2008 წლის 3 სექტემბრის
მონაცემებით, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს
სამოქალაქო რეესტრის
ბიურომ 125819 დევნილი გაატარა
რეგისტრაციაში.საოკუპაციო
ხაზთან მდებარე სოფლებში
მცხოვრები
ადამიანებისთვის ომი
მცოცავი ოკუპაციის სახით
გრძელდება.სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
ოფიციალური მონაცემებით, 2008
წლიდან მოყოლებული,
ოკუპირებული ცხინვალის
მიმართულებით, რუსეთის
საოკუპაციო ძალების მიერ
ხელოვნური ბარიერია
გავლებული.მათი
მხრიდანხდება ადამიანების
გატაცება.ეს არის უმძიმესი
პოლიტიკური ფასი რასაც
ქართული სახელმწიფო 2008 წლის
ომის შემდეგ იხდის და
რომლის განმეორებაც
ქართულ სახელმწიფოს
უმძიმეს მდგომარეობაში
ჩააგდებს მაგრამ 2008 წლის
ომის სიმძიმეს არ იზიარებს
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი და ის
რუსეთ - საქართველოს ომში
მთავარ პრობლემად არა
ქართველი ხალხის მძიმე
მდგომარეობას, არამედ
მხოლოდ კრიზისს ხედავს
დასავლეთისთვის.სალომე
ზურაბიშვილის ეს მძიმე
პოლიტიკური განცხადება
არის სახელმწიფოს ღია
ღალატი.რთული მოსასმენია
როცა ქვეყნის პრეზიდენტი
რუსეთ- საქართველოს
შესაძლო ომზე საუბრობ და
საკუთარი ხალხზე წუხილის
ნაცვლად დასავლეთის
კრიზისზე აკეთებ აქცენტს.2024
წლის 26 ოქტომბრის
არჩევნები არის
პოლიტიკური იარაღი
ამომრჩევლის ხელში,
გავაკეთოთ სწორი,
ქვეყნისთვის საჭირო
არჩევანი და სალომე
ზურაბიშვილის ფრანგული
ქოლგის ქვეშ შეფარებული
დესტრუქციული ოპოზიცია
დავამარცხოთ.ამით
შევქმნით მყარ გარანტიებს
ქართული სახელმწიფოს
კიდევ უფრო
განვითარებისათვის და
ყველას დავანახებთ, რომ
პრაგმატული პოლიტიკით
მიღწეული მშვიდობა ბევრად
ჯობია ომს“ - წერს
მეგრელიშვილი Facebook-ზე.