სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან პრემიერმინისტრობის კანდიდატზე კონსულტაციებს განაგრძობს - დღეს შეხვედრების მეორე დღეა

Primetime.ge 2 თვის წინ 66
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან პრემიერმინისტრობის კანდიდატზე კონსულტაციებს განაგრძობს - დღეს შეხვედრების მეორე დღეა
სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს განაგრძობს. დღეს შეხვედრების მეორე დღეა. ათონელის რეზიდენციაში ჯერ კოალიცია "ძლიერი საქართველოს", შემდეგ კი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივლენ.სალომე ზურაბიშვილმა უკვე თქვა, რომ მას ჰყავს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პარტიების ნაწილისთვის საკითხის დღის წესრიგში არჩევნებამდე დაყენება მიუღებელია."ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოვუსმენ სალომე ზურაბიშვილს. მე ვისურვებდი, რომ მასთან ერთად ყველანი ერთად, მთელ საქართველოში დავდიოდეთ, ხალხს ვხვდებოდეთ, ვიბრძოდეთ იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რაც საქართველოშია და არა შეხვედრებში ვკარგავდეთ დროს," - აცხადებს პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ  კანდიდატებსადა თანამდებობებზე წინასწარ საუბარი სასარგებლო არ არის."კოალიციის წევრმა პარტიებმა ცალ-ცალკე მოვაწერეთ ხელი ქარტიას. შესაბამისად, დღეს ვაპირებთ, რომ პრეზიდენტთან მივიდეთ კონსულტაციაზე. ვფიქრობთ, რომ, აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მოგვისმინონ, ჰქონდეთ იმედი გამარჯვების და მოგვისმინონ, რა დაპირებას ვაძლევთ მათ, რომ მართლა მივხედავთ ამ ქვეყანას 27 ოქტომბრის შემდეგ, წინასწარ, კანდიდატებსა და თანამდებობებზე საუბარი სასარგებლო არ არის," - აცხადებს ანა დოლიძე.კონსულტაციებამდე ერთი დღით ადრე, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და დაწერა, რომ არც მთავრობის ფორმირების პროცესის 26 ოქტომბრამდე დაწყება და არც ის, რომ ზურაბიშვილმა მომავალი პრემიერი თავად უნდა დანიშნოს და ის ყველა პარტიამ მორჩილად მოიწონოს, ქარტიაში არ წერია.
სრულად წაიკითხეთ სტატია