პარტია „ლელო“ პოლიტიკურ
დევნაზე საუბრობს. უკვე
გააკეთა განცხადება
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა,
მამუკა ხაზარაძემ მას
შემდეგ, რაც პარლამენტის
დროებით საგამოძიებო
კომისიაზე
გამოუცხადებლობის
საქმეზე, სასამართლომ მას 8
თვიანი პატიმრობა
შეუფარდა.„სადაც არ უნდა
ავიყოთ - საკანში ვიქნებით
თუ გარეთ, ეს ბრძოლა
გაგრძელდება. მოგიწოდებთ
ყველას - სრული მობილიზაცია
გააკეთეთ. კიდევ ერთხელ
ვიმეორებ - თბილისის
დაბრუნება შეგვიძლია, თუ
ჩვენ, ყველა გამოვალთ.
ყველა პარტიის ყველა
ლიდერი ციხეშია - ჩვენ დღეს
გვაქვს იმის იმედი, რომ ეს
საპროტესტო ძალა, რომელიც
არსებობს განსაკუთრებით
თბილისში და კიდევ
რამდენიმე დიდ ქალაქში,
დაირაზმება და ამათ
გავყრით.დემონტაჟი,
დეოკუპაცია უნდა დაიწყოს
თბილისიდან - ეს აზრი
მქონდა, ეს აზრი მაქვს და მე
ჩემს მეგობრებს ციხეში
დავუმტკიცებ, რომ ეს არის
ერთადერთი სწორი გზა -
ზურასაც, ნიკასაც, ნიკასაც.
ახლა სახლში ჯდომა,
ხელებისა და ყურების
ჩამოყრა არის დანაშაული," -
განაცხადა მამუკა
ხაზარაძემ.მცირე
კომენტარი გააკეთა
„ლელოს“ კიდევ ერთმა
ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ,
რომელსაც სასამართლომ
ასევე 8 თვიანი პატიმრობა
შეუფარდა.„ეს არის
პოლიტიკური დევნის
გაგრძელება ჩემი და
მამუკას მიმართ, მაგრამ
ასეთი უმსგავსობით ვერ
გაგვტეხავენ," - განაცხადა
ბადრი
ჯაფარიძემ. შეგახსენებთ,
რომ საქართველოს
პარლამენტის დროებით
საგამოძიებო კომისიაზე
გამოუცხადებლობის
საქმეზე, „ლელო - ძლიერი
საქართველოს“ ლიდერებს -
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი
ჯაფარიძეს სასამართლომ 8
თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.