საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებები მიიღო

Primetime.ge 1 კვირა წინ 2
საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა.რეგლამენტის პროექტის თანახმად, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებს და შემადგენლობას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის ბიურო. აგრეთვე, მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს და შემადგენლობას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ამასთან, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ნაცვლად, იფუნქციონირებს საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" განსაზღვრული შესაბამისი ოლქის დელეგატის ბიურო.მომხსენებლის განმარტებით, პირველი მოსმენის შემდგომ კანონპროექტში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, კანონპროექტს დაემატა შემდეგი პუნქტი: იმ შემთხვევაში თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს ფრაქციის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია.სხდომაზე "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" პარლამენტის რეგლამენტის კიდევ ერთი პროექტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.პროექტი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას ამ მოწვევის პარლამენტშიც ითვალისწინებს."იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო სიის შემადგენლობიდან, მინიმუმ 7 უპატიო წევრი გადაწყვეტს, რომ შექმნას პოლიტიკური ჯგუფი, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადა ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია