სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის - მდინარაძე

Primetime.ge 5 საათი წინ 14
სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის - მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებულ მონაცემს სოციალურ ქსელში ეხმიანება.„2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ასევე, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის“, - წერს მდინარაძე.საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია