უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღება დაბლოკეს

Primetime.ge 4 საათი წინ 3
უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღება დაბლოკეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღება დაბლოკეს.სიიარტოს თქმით, ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ გადაწყვეტილება ევროკომისიის გეგმის საპასუხოდ მიიღეს, რომელიც რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე ეტაპობრივად უარის თქმას ითვალისწინებს.„დღეს ჩვენ სლოვაკეთთან ერთად, თავიდან ავიცილეთ სანქციების მე-18 პაკეტის მიღება. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს, აეკრძალებოდათ რუსული ბუნებრივი აირისა და იაფი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა“, - დაწერა სიიარტომ.
სრულად წაიკითხეთ სტატია