"ჩორჩანას ინციდენტმა
საქართველო ჩააგდო
საკმაოდ მძიმე
პროვოკაციული გამოწვევის
წინაშე", - ამის შესახებ
პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე,
დავით მათიკაშვილი
საუბრობს.მისი თქმით,
შინაგან საქმეთა
მაშინდელი მინისტრის
გადაწყვეტილებას მოჰყვა
ქვეყნისთვის დამატებითი
ტერიტორიების
დაკარგვა.გენერალურ
პროკურატურაში
"საქართველოს წინააღმდეგ
საბოტაჟისა და მტრულ
საქმიანობაში დახმარების
საქმეზე" გამოძიება
აქტიურად
მიმდინარეობს."ჩორჩანას
ინციდენტმა საქართველო
ჩააგდო საკმაოდ მძიმე
პროვოკაციული გამოწვევის
წინაშე. შედეგად, ერთი
მილიონი კვადრატული მეტრი
ტყის მასივი ოკუპაციის
ზოლს შიგნით მოექცა და
მასზე ვეღარ ვრცელდება
ცენტრალური ხელისუფლების
ძალაუფლება. ამავდროულად,
საქართველო დადგა ძალიან
მძიმე პროვოკაციის წინაშე,
არანაკლები, რაც იყო 2008
წელს", - აცხადებს დავით
მათიკაშვილი.მას შემდეგ,
რაც პროკურატურამ
გამოძიება დაიწყო,
პარლამენტის დროებითმა
საგამოძიებო კომისიამ
თემაზე სასაუბროდ
ხელმეორედ დაიბარა გიორგი
გახარია - შინაგან საქმეთა
მაშინდელი მინისტრი,
რომლის უშუალო
განკარგულებითაც მოხდა
ჩორჩანას საგუშაგოს
გახსნა. ამ ფაქტს
უკავშირებს მმართველი
გუნდი ქვეყნისთვის
დამატებითი ტერიტორიების
დაკარგვას.გახარია ამ
დრომდე საქართველოში არ
იმყოფება. იმ შემთხვევაში
თუ ყოფილი პრემიერი 2
ივლისამდე კომისიის
სხდომაზე არ გამოცხადდება,
მისი საქმე პროკურატურას
გადაეცემა.