საერთაშორისო
დამკვირვებელმა, ფრანსუა
ლუკამიმ საქართველოში
საპარლამენტო არჩევნებთან
დაკავშირებით საკუთარი
პოზიცია დააფიქსირა.„ამ
არჩევნებისთვის
საქართველომ რეფორმა
გაატარა. დანერგა ახალი
ელექტრონული სისტემა. ჩვენ
ისინი შევამოწმეთ და
დავრწმუნდით, რომ ის არის
დაცული. მარკირების
პროცესიც სათანადოდ
მიმდინარეობს. ამოწმებენ
პირადობის მოწმობებს. ეს
მნიშვნელოვანი საარჩევნო
პროცესია და ძალიან კარგად
მიმდინარეობს.
საერთაშორისო
გადმოსახედით,
კმაყოფილები ვართ“, -
აღნიშნა
ლუკამიმ.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
მიმდინარეობს. არჩევნებს 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი აკვირდება.
პროცესს აშუქებს 199 მედია
ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი
წარმომადგენელი.