გარემოს ეროვნული
სააგენტო საქართველოში
მოსალოდნელი ამინდის
შესახებ ინფორმაციას
აქვეყნებს.„თბილისში 3
ნოემბერს უნალექო ამინდი
იქნება. 3-4 ნოემბერს
იქროლებს
ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 3
ნოემბერს დღისით +18, +20
გრადუსი დაფიქსირდება,
ხოლო 4 ნოემბერს შედარებით
აცივდება და, შესაძლოა,
მცირე წვიმა
აღინიშნოს.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 3
ნოემბერს
გაწვიმდება. დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 3 ნოემბერს
გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურაც
დაიკლებს.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი) 3 ნოემბერს
გაწვიმდება. დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო) 3 ნოემბერს ზოგან
თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა +7-8
გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი) , 3-4 ნოემბერს
ზოგან გაწვიმდება და
იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი
ქარი. კახეთში (საგარეჯო,
თელავი, გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო) 4 ნოემბერს
ზოგან გაწვიმდება და
იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი
ქარი. აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური) 3-4 ნოემბერს
ზოგან გაწვიმდება და
იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი
ქარი. აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო) 3-4 ნოემბერს ზოგან
თოვლჭყაპი და დასავლეთის
მიმართულების ქარია
მოსალოდნელი“ – ნათქვამია
გარემოს ეროვნული
სააგენტოს მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.