საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის უფროსმა სოსო
რამიშვილმა, მის
მოადგილეებთან ერთად, 2024
წლის საქმიანობის
შედეგები შეაჯამა და
სამსახურებრივი
მოვალეობის
კეთილსინდისიერად და
წარმატებით
შესრულებისთვის უწყების
თანამშრომლებს ვადამდელი
წოდებები მიანიჭა და
მადლობის სიგელები
გადასცა.სოსო რამიშვილმა
აღნიშნა, რომ
საფინანსო-ეკონომიკური
დანაშაულის გამოვლენის,
გამოძიების და აღკვეთის
პროცესში საგამოძიებო
სამსახურის თითოეული
თანამშრომლის
თავდაუზოგავი შრომა
უაღრესად მნიშვნელოვანია.
უწყების ხელმძღვანელმა
ასევე განაცხადა, რომ 2025
წელს საგამოძიებო უწყება,
კვლავაც ეფექტიანად
განაგრძობს ქვეყნის
ეკონომიკური უსაფრთხოების
უზრუნველყოფას.შეხვედრის
დასასრულს საგამოძიებო
სამსახურის უფროსმა
თანამშრომლებს გაწეული
პროფესიული
საქმიანობისთვის მადლობა
გადაუხადა, დამდეგი
შობა-ახალი წელი მიულოცა და
წარმატებები უსურვა.