მიხეილ სააკაშვილის პოსტი
ადასტურებს, რომ ქუჩაში
მიმდინარე პროტესტი
სახალხო არ არის. ეს ხალხი
ქუჩაში საკუთარი სურვილით
არ არის გამოსული, – ამის
შესახებ „ხალხის ძალის“
წევრმა, ეკა სეფაშვილმა
განაცხადა.სეფაშვილის
თქმით, ქუჩაში გამოსულ
ხალხს აორგანიზებენ და
როგორც სანდო წყაროები
ამბობენ, ამისთვის
გარკვეული სარგებელიც
აქვთ.„სააკაშვილის პოსტი
სწორედ ამაზე მიუთითებდა –
მათზეა დამოკიდებული უკან
გაუშვებენ, თუ ადგილზე
დატოვებენ. სააკაშვილის
პოსტი იყო წამოცდენა, რომ
პროტესტი მათ მიერ არის
მართული და დაფინანსებული,
სადაც უცხოური ფინანსებია
გარეული“, – აღნიშნა ეკა
სეფაშვილმა.ცნობისთვის,
საქართველოს ყოფილმა
პრეზიდენტმა, მიხეილ
სააკაშვილმა აქციებთან
დაკავშირებით 22 დეკემბერს
სოციალურ ქსელში პოსტი
გამოაქვეყნა, სადაც ეწერა:
„შეცდომაა ამდენი ხალხის
ჩამოყვანა და გამარჯვების
გარეშე უკან გაშვება“.
მოგვიანებით, მიხეილ
სააკაშვილმა პოსტი
შეასწორა და აღნიშნა, რომ
აქციებთან დაკავშირებით
მისი დანაბარები
არასწორად დაიპოსტა.