რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია დღესაც
გრძელდება. პროტესტის
მოთხოვნები ახალი
საპარლამენტო არჩევნების
დანიშვნა და აქციაზე
დაკავებული პირების
გათავისუფლებაა.პარლამენტის
წინ შეკრებილებმა დღეს
წუთიერი დუმილით პატივი
მიაგეს ოკუპირებულ გალში
ტრაგიკულად დაღუპული
ბავშვების
ხსოვნას.ტერიტორიაზე
საავტომობილო მოძრაობა
შეზღუდულია.
დემონსტრანტების თქმით,
საპროტესტო აქცია
გაგრძელდება მანამ, სანამ
მათი უცვლელი მოთხოვნები
არ დაკმაყოფილდება.აქცია
მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს. ადგილზე
საპატრულო პოლიციისა და
სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების რამდენიმე
ეკიპაჟ რჩება.