რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო
სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებული პაპუნა
მარგველიძე ქალაქ ცაგერში
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად
"მაქსიმობის"
სადღესასწაულო წირვას
დაესწრო.საზეიმო წირვა
ცაგერის ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის
საკათედრო ტაძარში,
ჭყონდიდის, ცაგერისა და
ლენტეხის მიტროპოლიტმა
სტეფანემ აღავლინა.წირვის
დასრულების შემდეგ
სასულიერო პირებმა,
სტუმრებმა, მრევლმა მურის
კლდეკარში, წმინდა მაქსიმე
აღმსარებლის მონასტერში
გადაინაცვლეს, სადაც
წმინდანის ნაწილებია
დაკრძალული. მსვლელობაში
მონაწილეობდნენ
ქორეოგრაფიულ ანსამბლ
"ლეჩხუმის" მოცეკვავეები.
მურში აღევლინა პარაკლისი.