ღვინის ეროვნული
სააგენტოს ფინანსური
მხარდაჭერით და ცნობილი
გერმანელი ინფლუესერის და
სომელიეს, ტონი ასკიტისის
(Toni Askitis) ორგანიზებით,
გერმანიის ქალაქ
დუსელდორფში ქართული
ღვინის დეგუსტაცია
გაიმართა.ტონი ასკიტისი
საკუთარ პოპულარულ არხზე
#Asktoni ღვინის სფეროს
სიახლეებს და ტენდენციებს
გადმოსცემს.სხვადასხვა
სახეობის ქართული ღვინის
წარდგენა გაიმართა ტონი
ასკიტისის ღვინის ბარში –
Pelican Fly და ასევე ადგილობრივ
პარკში დეგუსტაციაზე
სახელწოდებით – Tasting in the
park.ევროპაში ღვინის უდიდესი
იმპორტიორი ქვეყანა
გერმანია ქართული ღვინის
სტრატეგიული ბაზრების
ჩამონათვალს 2020 წლიდან
დაემატა და საექსპორტო
ქვეყნების ათეულში
სტაბილურად დაიმკვიდრა
ადგილი.ქართული ღვინის
პოპულარიზაციისა და
საექსპორტო პოტენციალის
გაზრდის მიზნით, აქტიური
პოპულარიზაციის კამპანია
გერმანიაში მიმდინარე
წელსაც გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში,
დეგუსტაცია-სემინარები
გერმანიის სხვადასხვა
ქალაქში ღვინის
პროფესიონალების, ღვინით
ვაჭრობის სფეროს
წარმომადგენლებისა და
მომხმარებლებისთვის
იმართება; ქართული ღვინო
წარმოდგენილია
საერთაშორისო
გამოფენებზე, ხორციელდება
მიზნობრივი სარეკლამო და
მედია კამპანიები; გარდა
ამისა, მედიის,
სომელიეებისა და
გაყიდვების სფეროს
წარმომადგენლებისთვის
ეწყობა ღვინის ტურები
საქართველოში.ინფორმაციას
ღვინის ეროვნული
სააგენტოს პრესსამსახური
ავრცელებს.