გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, 6
ნოემბრიდან საქართველოში
გამოიდარებს, ნალექი
შეწყდება, ქარიც
ჩადგება.როგორც მათ მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაშია აღნიშნული,
ღამისა და დილის საათებში
მოსალოდნელია ჰაერის
ტემპერატურის დაკლება,
ხოლო დღის საათებში
ტემპერატურა შედარებით
მოიმატებს: დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +12, +17,
აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში კი +10, +15
გრადუსამდე.„თბილისში
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა ღამით
-1,+2, დღისით კი +12, +14 გრადუსი
დაფიქსირდება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):
უნალექო ამინდი იქნება.
დღისით +11, +16 გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი): უნალექო ამინდი
იქნება. ღამის საათებში
ტემპერატურა 0, +5 გრადუსამდე
დაიკლებს, დღისით კი +12, +17
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): უნალექო
ამინდი იქნება. ღამის
საათებში ტემპერატურა -1, -6
გრადუსამდე დაიკლებს,
დღისით კი +7, +12 გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): უნალექო ამინდი
იქნება. ღამის საათებში
ტემპერატურა -11, -16
გრადუსამდე დაიკლებს,
დღისით კი +2, +7 გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): უნალექო ამინდი
იქნება. ღამის საათებში
ტემპერატურა შიდა ქართლში
-2, -4 გრადუსამდე დაიკლებს,
დღისით კი +9, +14 გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): უნალექო
ამინდი იქნება. ღამის
საათებში ტემპერატურა 0, -2
გრადუსამდე დაიკლებს,
დღისით კი +10, +15 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): უნალექო ამინდი
იქნება. ღამის საათებში
ტემპერატურა -5, -10
გრადუსამდე დაიკლებს,
დღისით კი +4, +9 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): უნალექო ამინდი
იქნება. ღამის საათებში
ტემპერატურა -12, -17
გრადუსამდე დაიკლებს,
დღისით კი 0, +5 გრადუსი
დაფიქსირდება“, - ნათქვამია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.