დღეს, აღდგომის მეორე დღეს,
მოქალაქეები საფლავზე
გადიან და ტრადიციის
შესაბამისად სააღდგომო
პასკა და წითელი კვერცხები
მიაქვთ.დღეს დილის 08:00
საათიდან საღამოს 20:00-მდე
თბილისის სასაფლაოების
მიმართულებით უფასო
ავტობუსები მოძრაობს -
დაწესებულია 9
მარშრუტი."დედაქალაქის
მუნიციპალური
სასაფლაოების
მიმართულებით მოსახლეობის
გადაადგილების
ხელშეწყობის მიზნით,
თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ დააწესა
სპეციალური მარშრუტები,
სადაც მომსახურება იქნება
უფასო. ეს მომსახურება
გუშინ უკვე განხორციელდა, 20
რიცხვში და
განხორციელდება და დღესაც
უკვე მიმდინარეობს.
მომსახურება დაწყებული
არის დილის 8 საათიდან და
გაგრძელდება საღამოს 8
საათის ჩათვლით", - აცხადებს
ტრანსპორტისა და ურბანული
განვითარების სააგენტოს
წარმომადგენელი მერაბ
მამულაშვილი.