როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში მოვიდნენ გამიხარდა, მაგრამ ყველაზე უარესები გამოდგნენ… ჭაობი დატოვა ანაკლიის სახით – ივანიშვილი

News.ge 2 თვის წინ 73
როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში მოვიდნენ გამიხარდა, მაგრამ ყველაზე უარესები გამოდგნენ… ჭაობი დატოვა ანაკლიის სახით – ივანიშვილი

როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში მოვიდნენ გამიხარდა, მაგრამ ყველაზე უარესები გამოდგნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, “იმედის” ეთერში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, მის გაკრიტიკებას 100 საწარმოს გამო ბედავს, როცა მან “ანაკლიის სახით ჭაობი დატოვა”.
„როდესაც ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკაში შემოვიდნენ, გამიხარდა, რომ ფინანსისტები არიან რაღაცას ანგარიშს გაუწევენ თქო, მაგრამ ყველაზე უარესები გამოდგნენ. გამოდის [მამუკა] ხაზარაძე და ამბობს, სად არის 100 საწარმო? [ბადრი] ჯაფარიძე, მგონი ერთ-ერთ ტელევიზიაში ჰყავდა ჟურნალისტს და ეუბნება, რომ 100-ის კი არა, აგერ მაქვს 500-ის თუ 700 [ქარხნის] სიაო.
700 ახალი საწარმო აშენდა 800 გადაიარაღდა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ახლის აშენება. გამოდის და ამბობს სად არის 100 საწარმო, იაფი ფული – მილიარდზე იყო საუბარი. 3 მილიარდზე მეტი დაიხარჯა, როდესაც სხვადასხვა პროგრამები იყო და ამან საოცარი ეფექტი გამოიწვია. ასეთი ეკონომიკური აღზევებაა ქვეყანაში. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. საოცრებები ხდება საქართველოში და ხაზარაძე გამოდის და ამბობს – „ჭაობში გინდათ ცხოვრება?“. ჭაობი თვითონ დატოვა ანაკლიის სახით. 6 წელი როგორ არ რცხვენია, ელემენტარული საწესდებო კაპიტალი ვერ მოიტანა. შეხვედრილი ვარ მაგ თემაზე და ფულსაც და დახმარებასაც ვთავაზობდი, მაგრამ სხვანაირი ფული უნდოდა.
ჩინელები უნდა გავიყვანოთო და მე პირად შეხვედრებში მუდამ ვეუბნებოდი, რომ თუ ჩინური ინტერესი არ ჩაიდო, ანაკლიის კომერციულობა პორტის იქნება ძალიან რთული. კვირიკაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი და შევხვდი [ხაზარაძეს] და მაშინაც მაგას ვუმტკიცებდი, ჩინური ტვირთი… ტვირთზე გარანტიები სახელმწიფომ მომცესო და ეს რაღა ბიზნესია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია