როდესაც ისეთ
ორგანიზაციებზე გვაქვს
საუბარი, რომელიც არავის
აურჩევია, არანაირი
სახალხო მანდატი არ აქვთ,
არც ლეგიტიმაცია და სურთ,
რომ მართონ სახელმწიფო,
გასაგებია, რომ ისინი
მიდიან ყველანაირ
მავნებლობაზე, მათ შორის
ვიზალიბერალიზაციის
გაუქმებაზე, - განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა.„ჩვენ
ვხედავთ NGO კლანს, რომელიც
იბრძვის ძალაუფლებისთვის,
რომელსაც უნდა, რომ
ხელისუფლება არ იყოს
ქართველი ხალხის მიერ
არჩეული და „ქართული
ოცნების“ მიერ
განხორციელებული. ეს ჩვენ
ვნახეთ 2022 წლის ივნისში,
როდესაც ისინი
პარლამენტის წინ დადგნენ
და ითხოვდნენ მთავრობის
გადადგომას და ითხოვდნენ,
რომ მთავრობა
დაკომპლექტებულიყო მათი
მონაწილეობით და NGO-ებს
ჰქონოდათ ვეტოს უფლება
მთავრობის შიგნით
დაკომპლექტებაზე. როდესაც
ასეთი სახის
ორგანიზაციებზე გვაქვს
საუბარი, რომელიც არავის
აურჩევია, არანაირი
სახალხო მანდატი არ აქვთ,
არც ლეგიტიმაცია და სურთ,
რომ მართონ სახელმწიფო,
გასაგებია, რომ ისინი
მიდიან ყველანაირ
მავნებლობაზე, მათ შორის
ვიზალიბერალიზაციის
გაუქმებაზე. ეს მათივე
დონორმა NDI-ის
წარმომადგენელმა თქვა“,-
აღნიშნა პაპუაშვილმა.