საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერის
შეფასებით, ამორალობაა ის,
რასაც გარკვეული მედია
საშუალებები
დეზინფორმაციის
გავრცელებით, ქვეყანაში
არსებული რთული სიტუაციის
პარალელურად
ცდილობენ.მამუკა
მდინარაძის განცხადებით,
მისი ფრაზა კონტექსტიდან
ამოგლიჯეს, რის მიზანიც
საზოგადოების შეცდომაში
შეყვანა და იმის
წარმოჩინებაა, თითქოს,
მმართველი პარტიის
აღმასრულებელმა მდივანმა
სტიქიის მიმართ გულგრილი
დამოკიდებულება
გამოიჩინა.„ტყუილი არის
მათი სამარკო ნიშანი. ამ
ქვეყანაში არიან
ადამიანები, სამწუხაროდ,
რომლებსაც უკვე რწმენის
დონეზე სჯერათ მათი
ტყუილების, თავში აქვთ ეს
ტყუილები გამჯდარი და
მათით ახერხებენ
მანიპულირებას. სამწუხარო
რეალობაა, Tumca, სიმართლე
ყოველთვის იმარჯვებს
სიცრუეზე და მთავარი ის
არის, რომ დიდი
ამორალურობაა, ასეთ დროს
რომ მაინც იტყუები.
გასაგებია, რომ პოლიტიკური
მიზანი გაქვს და იქ
იტყუები, მაგრამ როდესაც
ასეთ დროს სტიქიის მხარეს
დგახარ, რომ ებრძოლო
ხელისუფლებას, რომელიც
ებრძვის სტიქიას
მოსახლეობის, რიგ
შემთხვევებში,
გადასარჩენად, ეს კიდევ
უფრო მეტი ამორალობაა”, -
განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.