რადიო თავისუფლების“
ევროპის ბიუროს
რედაქტორმა, რიკარდ
იოზვიაკმა სოციალურ ქსელ
X-ში დაწერა, რომ აშშ-ის
თავდაცვის მდივნის პიტ
ჰეგსეტის ხედვა უკრაინის
ნატოში გაწევრიანების
შესახებ არ არის ახალი
მოვლენა ამერიკულ
პოლიტიკაში, ხოლო
ევროკავშირი უფრო ფულის
გადამხდელია, ვიდრე
მოთამაშე.„ორი რამ
გუშინდლის შემდეგ:
ჰეგსეტის ხედვა უკრაინის
ნატოში გაწევრიანების
შესახებ არ არის ახალი
ამერიკულ პოლიტიკაში.
გაიხსენეთ, რომ ზუსტად DC
[ვაშინგტონმა] 2023 და 2024
წლებში უკრაინას უარი
უთხრა წევრობის მკაფიო
გეგმის მინიჭებაზე.
ევროკავშირი ფულის
გადამხდელია, და არა
მოთამაშე. როგორც
ყოველთვის. ასეთი გრძნობა
მაქვს, რომ ბრიუსელში ამას
ყველა ეთანხმება“, - დაწერა
მან.ცნობისთვის, გუშინ
პენტაგონის ხელმძღვანელმა
პიტ ჰეგსეტმა განაცხადა,
რომ ნატოში უკრაინის
გაწევრიანება
არარეალისტურია.