რესპუბლიკის მოედნიდან
ალილოს მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობა რუსთაველის
გამზირისა და
ბარათაშვილის აღმართის
გავლით წმინდა სამების
საკათედრო ტაძარში
დასრულდება.რესპუბლიკის
მოედანზე იმყოფებოდა
პარლამენტის
თავმჯდომარე.„დღეს
მნიშვნელოვანი დღე არის
ქრისტიანული
სამყაროსთვის. ჩვენ გუშინ
დავესწარით საშობაო
ლიტურგიას, მოვისმინეთ
პატრიარქის ეპისტოლე და ის
გზავნილები, რომელიც
პატრიარქს ჰქონდა
წლევანდელ ეპისტოლეში.
სადაც მან ხაზი გაუსვა ერთი
მხრივ, მთავარ პრინციპს,
რაც ნიშნავს სიყვარულს
ადამიანებს შორის, რომელიც
ღმერთისგან აქვს ადამიანს
დანათლებული. და მეორე, რომ
ყველამ უნდა იფიქროს
საკუთარ მოყვასზე.
ამპარტავნობა, ეგოიზმი ეს
არის ის, რაც უშლის
ადამიანს, რომ იფიქროს
საერთო სიკეთეზე. იმედი
მაქვს, რომ პატრიარქის
ეპისტოლეს ამ მოწოდებას
გაიაზრებს ყველა“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.„ალილოს“
დღესასწაულის მოწყობის
ტრადიცია სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
კურთხევით 2 000 წელს აღდგა.
მსვლელობისათვის
სპეციალურად იკერება
ბაირაღები და ალილოს
მონაწილეებისთვის -
განსხვავებული
შესამოსელი.