თბილისში, საცოლის მიერ
მოკლულ ლუკა დარასელიას
გლოვობენ. „ვაი, შენს დედას,
ლუკა... რა დღეშია, ნეტა
იცოდე... ვიზიარებ ყველას
მწუხარებას, უფალმა ნათელი
და სანთელი არ მოაკლოს მის
სულს“;„რა უბედურებაა, ვაი
დედაშენს და გამზრდელ
ბებიას. სიბერეში როგორ
გაამწარე...“;„ნათელი და
სანთელი შენს უბოროტო სულს,
ლუკა, რატომ,
ღმერო...“;„დედას შვილი არ
უნდა უკვდებოდეს და შენ კი
ჩემო გოგო, ინგა, ამ
სიმწარისთვის მენანები.
შენ საოცარი დედა და
მეგობრობა შეგეძლო. როგორ
მტკივა, ვიზიარებ...“ - წერენ
მოკლულის
ახლობლები. შინაგან
საქმეთა სამინისტროს
ცნობით, გამოძიებით
დადგინდა, რომ ბრალდებულმა
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს,
თბილისში, საცხოვრებელ
ბინაში,
ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს
დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი
იარაღით სასიკვდილო
ჭრილობა მიაყენა.