ცნობილია, მდინარე სუფსაში დამხრჩვალი 15 წლის ბიჭის ვინაობა

Primetime.ge 2 საათი წინ 4
ცნობილია, მდინარე სუფსაში დამხრჩვალი 15 წლის ბიჭის ვინაობა
15 წლის ბიჭი, რომელიც დღეს მდინარე სუფსაში დაიხრჩო, გიორგი თირქიაა. ბიჭი სოფელ ჩიბათში ცხოვრობდა.როგორც „გურია თუდეის“ მისი ახლობლები უყვებიან, მოზარდს მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედის სოფელში ცხოვრობდა. დედა მირანდა ძიმისტარიშვილია. მას სახლში 87 წლის მამა ჰყავს და გიოს უმცროსი და-ძმა.„გიო, როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 წლის იყავი, ბიჭო. აგვისტოში დაიბადე და აგვისტოში დაგვტოვე. გული გამიგლიჯე, ბიჭო, ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდი. უკვე მერამდენე ახალგაზრდას გულის ფეთქვა გაჩერდა ჩვენს კუთხეში, მხოლოდ 15 წლის იყავი. კეთილი, ზრდილობიანი, მორიდებული. ოჯახის და კუთხის იმედად იზრდებოდი. აგვისტოში გაახარე დედის გული შენი დაბადებით და აგვისტოში გაუგლიჯე გული შენი წასვლით. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, მჯერა, სამოთხეში იქნები“ , - ამბობს ოჯახის ახლობელი ნანა კუკულავა.ცნობისთვის, გიორგი თირქია მეგობართან ერთად სოფელ სუფსაში საბანაოდ წავიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი მდინარემ ჩაითრია და სამწუხაროდ, მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია