რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა - რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 3
რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა - რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - დავით მათიკაშვილი
ოპოზიციის მიერ ონლაინ პლატფორმის შექმნის თაობაზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინიციატივას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.მისივე თქმით, რადიკალებს არანაირი პლატფორმის შექმნა არ უშველის.„რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა. რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - ქვეყნის ღალატსა და სამშობლოს სიძულვილს, რომელიც რადიკალებისგან მომდინარეობს.რა გეგმებიც ჰქონდათ მათ პატრონებს - იგივე სალომე ზურაბიშვილთან, სხვა რადიკალებთან მიმართებით, ყველაფერი ჩაუვარდათ. ხომ ნახეთ, საპარლამენტო არჩევნებზე რაღაც გეგმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ, მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ვითომ, არსებობენ რაღაც შუაშისტური ძალები, რომლებიც არავის ემხრობიან და არ არიან „ნაცები“ და არ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არის ძალიან მარტივი - ეს რის „ქართული ოცნება“, ე.ი. ეს არის მშვიდობა, ეკონომიკური სიძლიერე; ყველა კონკრეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და აქ არის მეორე ძალა, არიან რადიკალები, არიან ქვეყნის ომში, ცეცხლსა და უბედურებაში გახვევის მსურველი ქვეყნის მოღალატეები. ვის მისცემს ხმას საზოგადოება, ძალიან კარგად იციან, მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც აი, ამ რაღაც ფსევდო პლატფორმებს ქმნიან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია