პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

Primetime.ge 3 საათი წინ 5
პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 83 ხმით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო.„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კერძოდ, ზუსტდება ცილისწამების განმარტება, რომლის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.ამასთანავე, 10 დღემდე მცირდება ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისათვის დადგენილი ვადა, ნაცვლად არსებული 1 თვიანი ვადისა.მოქმედი რეგულაციების თანახმად, სამართლებრივი დავის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს ანუ პირს, რომლის შესახებაც გაკეთდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ცვლილებების მიხედვით, მოსარჩელის ნაცვლად, მოპასუხეს, როგორც ცილისწამების ავტორს, სასამართლოში თავად დაეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.ცვლილება არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომელზეც სარჩელი აღძრულია ამ კანონის ამოქმედებამდე და მათი წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“  ცვლილების თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს ცილისწამების მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ ცილისწამება განახორციელა.სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო გასცნობოდა იმ განცხადებას, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს. პირს უფლება აქვს სარჩელით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.
სრულად წაიკითხეთ სტატია