გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: რაღაც ხელმოსაჭიდი სჭირდებათ - ერთი პერიოდი დააანონსეს, არჩევნების ჩატარება მობილურებით, ახლა რაღაც პლატფორმა უნდათ, რომ შექმნან. თავადვე აქვთ ამ მოსაზრებებთან მიმართებით წინააღმდეგობები

Primetime.ge 3 საათი წინ 2
გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: რაღაც ხელმოსაჭიდი სჭირდებათ - ერთი პერიოდი დააანონსეს, არჩევნების ჩატარება მობილურებით, ახლა რაღაც პლატფორმა უნდათ, რომ შექმნან. თავადვე აქვთ ამ მოსაზრებებთან მიმართებით წინააღმდეგობები
სერიოზული კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციის მიერ ონალინ პლატფორმის შექმნის შესახებ ინიციატივის კომენტირებისას.მისივე თქმით, ოპოზიცია ერთიანობისთვის რაღაც ხელჩასაჭიდს ეძებს.„ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში და ზოგადად, რა მდგომარეობაში არიან, ამას ყოველივეს წარმოაჩენს. რაღაც ხელმოსაჭიდი სჭირდებათ. მათგან ხან რა მოვისმინეთ, ხან მოვისმინეთ, მაგალითად, არჩევნების ჩატარება მობილურებით. ერთი პერიოდი ეს დააანონსეს. ახლა რაღაც პლატფორმა უნდათ, რომ შექმნან, სადაც გაერთიანდებიან. ამ ყველაფერში ხომ ერთიანობა არ არის - თავადვე აქვთ ამ მოსაზრებებთან მიმართებაში წინააღმდეგობები“, - განაცხადა კახიანმა.მისივე თქმით, ქვეყანაში სუსტი ოპოზიციაა.„რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვყავს. ეს ოპოზიცია, მხოლოდ მავნებლობითაა დაკავებული ქვეყნის საწინააღმდეგო რაღაც მოქმედებებში. ამიტომ მათ არანაირი მხარდაჭერა აქ აქვთ. შესაძლოა, ამომრჩევლები კიდევ ჰყავთ შემორჩენილი, მაგრამ დღეს მე დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში რა მხარდაჭერაც ჰქონდათ, ის ამომრჩეველიც აღარ ეყოლებათ“, - აღნიშნა კახიანმა.მისივე განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 61 ოპოზიციონერი უნდა ყოფილიყო პარლამენტში და შეეძლოთ, რაც მისცა დავალება ამომრჩეველმა, პარლამენტში განეხორციელებინათ. თუმცა, დღეს ოპოზიცია ქუჩაშია.
სრულად წაიკითხეთ სტატია