რატომ საუბრობენ საერთოდ
არჩევნების
ლეგიტიმაციაზე, როცა
ამისთვის მინიმალური
საბაბიც კი არ არსებობს, –
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში
განაცხადა.პრემიერის
შეფასებით, ეს ყველაფერი
აბსოლუტურად
გაუგებარია.„საიდან
ჩნდება საერთოდ საბაბიც კი
ამაზე საუბრისთვის,
არჩევნები ხომ კარგად
წარიმართება, ელექტრონული
ტექნოლოგიებით დაითვლება
შედეგები და ა.შ. რატომ
საუბრობენ საერთოდ
არჩევნების
ლეგიტიმაციაზე, როცა
ამისთვის მინიმალური
საბაბიც კი არ არსებობს.
საინტერესოა ეს ყველაფერი,
აბსოლუტურად გაუგებარია.
რაც შეეხება კურსს.
პირდაპირ ვაცხადებთ რას,
რომ პირიქით, ჩვენ
ვიხვეწებით, რომ
გაგვიხსნან
მოლაპარაკებები და ისინი
არ გვიხსნიან
მოლაპარაკებებს და ვინ
უქმნის კურსს საფრთხეს?
დავუბრუნდეთ კანონს, ერთი
არის კანონი
ფსევდოლიბერალური
პროპაგანდის წინააღმდეგ,
რომლის ერთადერთი მიზანიც
არის ტრადიციული
ფასეულობების და
არასრულწლოვანთან
ინტერესების დაცვა, მეტს
არაფერს არ ეხება ეს კანონი
და არ შეიძლება ეს კანონი
რაიმე ფორმით
ეწინააღმდეგებოდეს
ევროკავშირის პრინციპებს
ან ამერიკის
სულისკვეთებას და თუ
ეწინააღმდეგება, მაშინ იქ
ყოფილა პრობლემა.
შეუძლებელია უბრალოდ,
როდესაც საუბარი ეხება
ტრადიციული ფასეულობების
დაცვას და
არასრულწლოვანთა
ინტერესების დაცვას,
შეუძლებელია ვიყოთ რაიმე
წინააღმდეგობაში
პრინციპებთან.რაც შეეხება
გამჭვირვალობის კანონს,
თან კონტექსტიც ხომ
მნიშვნელოვანია, იყო ორი
მცდელობა რევოლუციის ამ
ქვეყანაში „ენჯეოების“
პირდაპირი ჩართულობით, 2021
წელს და 2022 წელს. პირდაპირ
სცენაზე ავიდნენ
„ენჯეოები“ და ითხოვდნენ
მთავრობის გადადგომას. ამ
ფონზე მიიღება კანონი,
რომელიც ერთადერთ რამეს
ითვალისწინებს, ეს არის
გამჭვირვალობა, მათ შორის,
რევოლუციის
გამჭვირვალობა. ეს არ არის
კანონი რევოლუციის
წინააღმდეგაც კი, ეს არის
კანონი რევოლუციის
გამჭვირვალობის შესახებ
მაგალითად. ეს არის კანონი
ისეთი გამჭვირვალობის
შესახებ, რომელსაც
შეიძლება გარკვეული
რისკები ახლდეს თან და ეს
რისკები თან არის
ფაქტობრივი
მტკიცებულებებით
დადასტურებული,
საზოგადოებას აქვს ამაზე
მტკიცებულებები“, –
აღნიშნა ირაკლი
კობახიძემ.