უეფა-ს ეთიკისა და
სადისციპლინო კომისიამ
ალბანეთის ფეხბურთის
ფედერაცია
გულშემატკივრების
საქციელის გამო
დასაჯა.„ეთიკისა და
სადისციპლინო კომისიამ
ფეხბურთის ფედერაცია 41 250
ევროთი დააჯარიმა
ალბანელი
გულშემატკივრების მიერ
უკრაინა – ალბანეთისა (2024
წლის 7 სექტემბერი) და
ალბანეთი – საქართველოს (2024
წლის 10 სექტემბერი)
მატჩებში მომხდარი
ინციდენტების გამო“, –
ვკითხულობთ უეფა-ს
განცხადებაში.საქართველოს
ეროვნულ გუნდთან ტირანაში
გამართული შეხვედრის დროს
ალბანელმა
გულშემატკივრებმა
ქართველი
გულშემატკივრებისთვის
განკუთვნილ ტრიბუნასთან
მისასვლელი კიბე
გადაკეტეს, რისთვისაც
ფედერაცია 18 000 ევროთი
დაჯარიმდა.ამას გარდა,
ალბანეთის ფეხბურთის
ფედერაცია 4 750 ევროს
ქართველების მხარეს
ტრიბუნებიდან საგნების
სროლისთვის გადაიხდის,
ხოლო 12 500 ევროს –
საქართველოს ჰიმნის დროს
სტვენისთვის.