წყალი შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

Primetime.ge 5 საათი წინ 2
წყალი შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
16 ივნისს, GWP (“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”) ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის II კვარტლის N16-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 16 ივნისის დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.“აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 ივნისს დილის 10:00 სთ-დან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლებს.“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, “ფეისბუქისა” და ვებ-გვერდის მეშვეობით www.gwp.ge”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია