17 ივნისამდე საქართველოში
უამინდობა გასტანს, ხოლო 18
ივნისიდან ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე
გამოიდარებს. „დღეს, დღის
მეორე ნახევრიდან და ხვალ
(16-17 ივნისი) დასავლეთში
ყველგან და აღმოსავლეთში
ზოგან მოსალოდნელია კვლავ
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,
ზოგან შესაძლებელია
ძლიერი წვიმა, ელჭექის დროს
კი ქარის ხანმოკლე
გაძლიერება.საქართველოში
ოთხშაბათს - დღისით
გამოიდარებს და მზიანი
ამინდია მოსალოდნელი
კვირის ბოლომდე.გისურვებთ
მხნეობას და სილაღეს“,-
ამბობს მეტეოროლოგი. ასევე
„პრაიმტაიმს“ სინოპტიკოსი
ხათუნა ქოქოსაძე 1 თვის
ამინდის პროგნოზს
უზიარებს:„იქითა კვირიდან
საკმაოდ მაღალი
ტემპერატურა დაფიქსირდება
+32, +33 გრადუსამდე.თვის
პროგნოზით, ივნისის თვის
საშუალო ტემპერატურად,
დასავლეთ საქართველოს
დაბლობისთვის და
აღმოსავლეთ საქართველოში,
ტემპერატურა მოსალოდნელია
+27 გრადუსი. მთიან
რაიონებში, 19, 21,
გრადუსი.ცალკეულ დღეებს
რაც შეეხება, მოსალოდნელია
ტემპერატურის მომატება,
დასავლეთ საქართველოში, +33,
+36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ
საქართველოში, +35, +38
გრადუსამდე.წვიმიანი
ამინდები ნაკლებად იქნება,
ზოგადად მთლიანი ივნისის
თვის მიმოხილვით, გეტყვით,
რომ ნალექი ნაკლებია და
უმეტესად უნალექო
ამინდები გველის“, - ამბობს
„პრაიმტაიმთან“ ხათუნა
ქოქოსაძე.