რატომ არის ასე საშიში 20 იანვარი ოპოზიციისთვის, გამოდის, რომ ტრამპის პოლიტიკას არ ემხრობიან - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 25
რატომ არის ასე საშიში 20 იანვარი ოპოზიციისთვის, გამოდის, რომ ტრამპის პოლიტიკას არ ემხრობიან - გურამ მაჭარაშვილი
გადატვირთვას ამერიკაშიც და ევროკავშირშიც დაწყებულია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი შეფასებით, გადატვირთვა რომ დაწყებულია, ამაზე ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარიც მეტყველებს.„ეს ზარი ნიშნავს იმას, რომ გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები. ჩვენ პრინციპს არ შევცვლით. რაც შეეხება გადატვირთვას, ვთქვით, რომ ამერიკაშიც დაწყებულია და ევროკავშირშიც დაწყებულია. რატომ არის 20 იანვარი, მათ შორის ოპოზიციისთვის ასე საშიში? პირდაპირ აღიარეს, რომ 20 იანვრის შემდეგ აზრი აღარ ექნებაო. რატომ აღარ ექნება აზრი? – ანუ, ტრამპის პოლიტიკას არ ეთანხმებიან? – აბა, ახსნან, რატომ აღარ ექნება აზრი 20 იანვრის შემდეგ მათ ბრძოლას. გამოდის, რომ ტრამპის პოლიტიკას, მშვიდობას და დემოკრატიას ისინი არ ემხრობიან. შესაბამისად, გადატვირთვა რომ დაწყებულია, თუნდაც, ეს ზარი მეტყველებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.„ქართულმა ოცნებამ“ 11 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ასევე, საუბრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია განთავსდა ელისეის სასახლის ვებგვერდზე. ამასთან, მოგვიანებით, ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.
სრულად წაიკითხეთ სტატია