რატომ არ შეიძლება ალკოჰოლისა და ენტეროჯერმინას ერთად მიღება?

Alia 3 დღის წინ 11
რატომ არ შეიძლება ალკოჰოლისა და ენტეროჯერმინას ერთად მიღება?

ბუნებრივია, პრეპარატების უმეტესობის მიღებისას ალკოჰოლი იკრძალება, რადგან მთელ რიგ გვერდით მოვლენებს იწვევს. ასეა ენტეროჯერმინას შემთხვევაშიც — პრობიოტიკური პრეპარატის, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარეგულირებისა და დისბიოზის სამკურნალოდ გამოიყენება.

ხოლო ალკოჰოლი, თავის მხრივ, არის ნივთიერება, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე — განსაკუთრებით მიკროფლორასა და კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. ამიტომაც, მათმა ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დაარღვიოს პრობიოტიკის თერაპიული ეფექტიანობა და არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.

საგულისხმოა, რომ ალკოჰოლი საგრძნობლად ამცირებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ნაწლავებში და ხელს უწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას. ამ პროცესის შედეგად, ნაწლავის მიკროფლორა მწყობრიდან გამოდის, რაც დისბოზის განვითარებასაც იწვევს. შესაბამისად, ენტეროჯერმინას ეფექტსაც ანეიტრალებს და მიკროფლორის აღდგენის პროცესი
ყოვნდება.

გარდა ამისა, ალკოჰოლი გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ზრდის კუჭის მჟავიანობას და იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანებას. ეს ეფექტები არა მხოლოდ ზრდის ნაწლავის ანთების რისკს, არამედ ხელს უშლის პრობიოტიკების ნორმალურ მოქმედებას, რადგან მათი სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტიანობა დამოკიდებულია ნაწლავების ჯანსაღ გარემოზე.

ამასთან, ალკოჰოლი ცვლის ფერმენტულ აქტივობას ღვიძლსა და სხვა ქსოვილებში, რაც პრეპარატების დამუშავებასა თუ მათ ორგანიზმში განაწილებაზე მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ენტეროჯერმინა არ არის კლასიკური ქიმიური პრეპარატი და მას არ სჭირდება აქტიური მეტაბოლიზმი, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებამ შეიძლება პრობიოტიკის ბიოლოგიურ აქტივობაზე იქონიოს გავლენა; მაგალითად, ნაკლებ ეფექტიანი გახდეს.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ხშირად დიარეას, შეკრულობას ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემებს იწვევს. შედეგად, ეს ვითარება კიდევ უფრო ართულებს ენტეროჯერმინას მოქმედებას, რადგან პრობიოტიკის მთავარი ფუნქცია სწორედ ნაწლავის ნორმალური ფლორის აღდგენაა.

მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ენტეროჯერმინა გამოიყენება მიკროფლორის ბალანსის აღსადგენად და ორგანიზმის იმუნური სისტემის დასახმარებლად, ალკოჰოლთან ერთად მიღება მნიშვნელოვნად აქვეითებს პრეპარატის თერაპიულ სარგებლიანობას. ალკოჰოლის ზემოქმედებით, ნაწლავის ფლორა და მთლიანად საჭმლის მომნელებელი სისტემა მწყობრიდან გამოდის, პრობიოტიკის ეფექტიანობა კი მინიმუმამდე დადის.

(R)

The post რატომ არ შეიძლება ალკოჰოლისა და ენტეროჯერმინას ერთად მიღება? appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია