რატი იონათამიშვილი: ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის

Primetime.ge 3 საათი წინ 6
რატი იონათამიშვილი: ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს „ქრონიკასთან“ ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება.„ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის და სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატები და ევროპული სტრუქტურები მთლიანად ღალატობენ იმას, რაზეც დგას ევროპა და ევროპული საზოგადოება. სიძულვილის ენა, ძალადობა და მსგავსი საკითხების წახალისება სინამდვილეში ევროპისთვისაც მიუღებელი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.ევროკავშირის საელჩო საქართველოში ჰერჩინსკისა და თურაძის ფოტოს ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახეში სილა გაარტყა.
სრულად წაიკითხეთ სტატია