ლევან მახაშვილი: ჩორჩანას ეპიზოდი ალბათ, არის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს პასუხი აბსოლუტურად ყველა კითხვაზე

Primetime.ge 3 საათი წინ 5
ლევან მახაშვილი: ჩორჩანას ეპიზოდი ალბათ, არის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს პასუხი აბსოლუტურად ყველა კითხვაზე
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის საკითხს გამოეხმაურა.„ჩორჩანას ეპიზოდი ალბათ, არის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი პროცესი და მოვლენა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს პასუხი აბსოლუტურად ყველა კითხვაზე, რომელიც არსებობს ჩორჩანასთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ის ადამიანები გამოიკითხონ, რომელთაც ჰქონდათ ბერკეტები ჩორჩანას ეპიზოდში სამთავრობო თუ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართულებით და ყველა, ვინც მიიღო ან არ მიიღო გადაწყვეტილებები, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მახაშვილმა.გენერალურ პროკურატურაში დღეს საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში, გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამ მიზნით მთავარ საგამოძიებო უწყებაში სოფელ ჩორჩანის მცხოვრებლები იმყოფებიან.
სრულად წაიკითხეთ სტატია