იურიდიულ საკითხთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე თორნიკე
ჭეიშვილი ევროკავშირის
ელჩის ფოტოსა და საელჩოს
გზავნილს ეხმიანება - პოსტი
პოლიციელზე
თავდასხმისთვის
პატიმრობაში მყოფ მზია
ამაღლობელს
ეძღვნება.„შესაბამისი
ქმედებები, ნაბიჯები
პრაქტიკულად წარმოადგენს
წახალისებას ისევ და ისევ
რადიკალური პროცესების,
ექსტრემიზმის, რომლის
შედეგებს საბოლოო ჯამში,
ჩვენი საზოგადოება ძალიან
კარგად ხედავს.ჩვენ ასევე
არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ
სულ ახლახან, რამდენიმე
დღის წინ ადგილი ჰქონდა
თავდასხმას ჟურნალისტზე
პროფესიული საქმიანობის
განხორციელების დროს და ამ
შემთხვევაში საერთოდ არ
გვინახავს კომენტარი და
პირიქით, სრული დუმილი
იყო“, - განაცხადა
ჭეიშვილმა.საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სოციალურ ქსელში
ევროკავშირის
წარმომადგენლობის მიერ
გამოქვეყნებულ პოსტს
ეხმიანება, რომელიც მზია
ამაღლობელს ეხება.
„ძალადობის მიმართ
სოლიდარობა, შემდგომი
ძალადობის წაქეზებაა“, -
წერს შალვა პაპუაშვილი.